ENG
 
 ზაფხულის კურორტები
  • ქობულეთი
  • ურეკი
  • გრიგოლეთი
  • ბათუმი
  • ბაზალეთი
  • საირმე
  • ბორჯომი
  • წაღვერი
  • სიღნაღი
  •  ზამთრის კურორტები
  • გუდაური
  • ბაკურიანი
  •  ეკოტურისტული ბანაკი
  • ჯუთა
  •  

     

        

     

    ბანაკი ჯუთა

    ეკოტურისტული ბანაკი ჯუთა გაიხსნა ყაზბეგის რაიონში, დიდი კავკასიონის ჭაუხის მთიანი მასივის ძირში. ბანაკი განლაგებულია სოფელ ჯუთასთან ახლოს, ზღვის დონიდან 2300 მ. სიმაღლეზე. სეზონის ხანგრძლივობა 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდეა. აქ საშუალო ტემპერატურა ზაფხულში მერყეობს +18-22 გრადუსი ცელსიუსამდე.

    ბანაკი აღჭურვილია სამზარეულოთ, სასადილოთ, საშხაპე-პირსაბანით. ღამე შეგიძლიათ გაატაროთ კომფორტულ კარვებში.

    ბანაკიდან სამხრეთით თქვენ მიადგებით ჭაუხის მთიან მასივს, რომელიც ალპინისტებისთვის და სამთო ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილებია.

    ჩრდილოეთით კიბიშის უღელტეხილით აღმოჩნდებით აღმოსავლეთ კავკასიონის ულამაზეს ხდეს ხეობაში.

    ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ ბურსაჭირის უღელტეხილით გადახვალთ გუდამაყრის ხეობაში, ფასანაურთან ახლოს.

    ბანაკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით როშკის ურელტეხილზე გადასვლით აღმოჩნდებით ხევსურეთის ულამაზეს მხარეში.

    ლანდშაფტი მდიდარია ალპური მდელოებით, მყინვარებით, ციცაბო კლდეებით და დაუვიწყარი ხედებით.

    ბანაკის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ სოფელ ჯუთას მაცხოვრებლები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სტუმართ-მოყვარეობით.

    თუ დაინტერესდებით ეწვიოთ ეკოტურისტულ ბანაკ ჯუთას დაგვიკავშირდით: tour@harmony.ge

    შეკვეთა


      Copyright © Company HARMONY. All rights reserved created by WebMix